05.11.2026 05.11.2026 საქართველოს პარლამენტის აპარატი საოპერაციო პროდუქტიულობის გასაზრდელად თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის (AI) დანერგვას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, უწყებას „ChatGPT Business“-ის 7 მომხმარებელზე გათვლილი, ერთწლიანი მომსახურების უტენდეროდ შეძენა სურს, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 500 ლარი დაიხარჯება. ამ პლატფორმის სამუშაო პროცესში ინტეგრირების ინიციატივა პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს და საბიუჯეტო ოფისს ეკუთვნით.
შესყიდვის ოფიციალურ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა უწყებას სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში, დიდი მოცულობის ტექსტური მონაცემების სწრაფ ანალიზსა და დროის ეფექტიან გადანაწილებაში დაეხმარება. შესყიდვა გამარტივებული წესით, ექსკლუზიური უფლებამოსილების მეთოდზე დაყრდნობით ხორციელდება. დოკუმენტაციის მიხედვით, „ChatGPT Business“ ამერიკული კომპანია OpenAI-ის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.
პარლამენტის მტკიცებით, ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ საქართველოს იურისდიქციაში არ არსებობს პლატფორმის ალტერნატიული ადგილობრივი ანალოგი, რომელიც უწყებას იდენტურ ტექნიკურ მოქნილობასა და მონაცემთა დაცვის ბიზნეს-სტანდარტებს შესთავაზებდა. მომსახურების შეძენა უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან, ონლაინ გამოწერის გზით უნდა განხორციელდეს. უწყებაში განმარტავენ, რომ პროცესში ნებისმიერი სხვა შუამავალი პირის ჩართვა დამატებითი საკომისიო ხარჯების წარმოშობას გამოიწვევდა, ონლაინ შესყიდვა კი ადგილობრივი ფასნამატისგან თავის არიდების საუკეთესო გზაა.
პარლამენტის აპარატის შერჩეული 7 თანამშრომელი „ChatGPT Business“-ის სერვისით 2026 წლის 11 ნოემბრიდან 2027 წლის 11 ნოემბრამდე ისარგებლებს. პარლამენტის განცხადება აღნიშნულ შესყიდვაზე ამ ეტაპზე განხილვის ეტაპზეა.
ჯანდაცვის მინისტრი: პენსია შთამბეჭდავი მოცულობით იზრდება კვიჟინაძე: დეპუტატის ხელფასის ₾1080-ით ზრდა ბიუჯეტს ₾1.3 მლნ დაუჯდება, პენსიის ₾1-ით ზრდა — ₾11 მლნ ცვლილებებს, რომლითაც ქონების გადასახადის ზღვარი გაიზრდება, დაჩქარებულად განიხილავენ ბიურომ უფასო კვების კანონპროექტი დაახარვეზა და ინიციატორებს დაუბრუნა 06.11.2026 რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე 06.11.2026 საპატრიარქო: კაზინოებისთვის დაწესბულ შეღავათებზე კითხვის დასმაც ვერ მოვასწარით 06.11.2026 ვეკუას სკოლასთან აქცია გაიმართა – ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები 06.11.2026 „ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე 06.11.2026 საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება 06.11.2026 ენმ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებში თამაშის აკრძალვის იდეით გამოდის X



