05.11.2026 06.11.2026 თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა დამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სამართლებრივი პასუხისგებით ღიად ემუქრება. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება დაიწყონ. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტებმა სააგენტო ცხოველების სავარაუდო დახოცვასა და სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს, რასაც ცხოველთა მასობრივი სამარხების გასაჯაროება მოჰყვა.

პასუხად მერიამ აქტივისტებს „ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი“ და „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები“ უწოდა. უწყების განცხადებაში პირდაპირ არის გახმიანებული მუქარა იმ პირების მიმართ, ვინც სააგენტოს საქმიანობას აკრიტიკებს და პროტესტს გამოთქვამს: „ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას… საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“ , — აცხადებენ სააგენტოში. მერია სამოქალაქო აქტივისტებს სააგენტოს თანამშრომლების ბულინგში, შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სამარხების გადათხრით აქტივისტები დესტრუქციულად მოქმედებენ. რაც შეეხება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი ირწმუნება, რომ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. მათი განმარტებით, ტერიტორია შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის და ცხოველთა ლეშის დამარხვა კანონიერად, ღამის საათებში ხდება. სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ მტკიცებულებებს, სადაც ცხოველების დახოცვაზეა საუბარი, „მორიგ ტყუილსა და ცილისწამებას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ პოპულაციის შემცირება მხოლოდ სტერილიზაციის გზით ხდება.

“მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიითაა შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე”, – აცხადებენ მერიაში.

ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაგეხმარებით – კალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ ელიზბარაშვილი მზადაა, თავშესაფარი აჩუქოს ნებისმიერ ინვესტორს, ვინც პირობას დადებს, რომ მინიმუმ 5 წელი ძაღლებს მოუვლის კალაძე ვირეშმაკობს რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძე 06.11.2026 რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე 06.11.2026 საპატრიარქო: კაზინოებისთვის დაწესბულ შეღავათებზე კითხვის დასმაც ვერ მოვასწარით 06.11.2026 ვეკუას სკოლასთან აქცია გაიმართა – ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები 06.11.2026 „ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე 06.11.2026 საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება 06.11.2026 ენმ საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოებში თამაშის აკრძალვის იდეით გამოდის X